აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარის რეგიონის ან ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველასთვის მნიშვენლოვანია, სრული შესაძლებლობა გვქონდეს, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განხორციელდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.