აჭრაში კორონავირუსი აჭარის მთავრობის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტში ადასტურებენ. აჭრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იქნა ვირუსზე გამოკვლეული, თუმცა კოვიდი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.
დღეის მონაცემებით კოვიდ ცენტრში მკურნალობას 146 პაციენტი გადის. 50 საეჭვო პაციენტი კი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. მათი ანალიზის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.