ქუთაისში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის იმერეთის ორგანიზაცია დაარსდა
ქუთაისში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის იმერეთის ორგანიზაცია დაარსდა. ორგანიზაციის შექმნის მიზანს სამედიცინო სფეროში დასაქმებულებთან მუშაობა, მათთვის შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გაცნობა წარმოადგენს. მედიცინის მუშაკთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ასევე იზრუნებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გაცვლით პროგრამებში ჩართვაზე. მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე წევრს აერთიანებს.