ენგურჰესის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი კორონავირუსზე დადებითია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, 9 ინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელია, 5 კი მათთან კონტაქტში მყოფი პირი.
კოვიდინფიცირებულები ე.წ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან.
მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.
ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზზე მდებაე რუხში კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი იმყოფება.