ზუგდიდში ბლაგვი საგნით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა- დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ

ზუგდიდში ურთიერთშელაპარაკების დროს ბლაგვი საგნით დაჭრილი კაცი დღეს გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით
ურთიერთშელაპარაკება თხილის ბიზნესში ჩართულ პირებს შორის ზუგდიდში მოხდა, რის შემდეგაც დაშავებული მამაკაცი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისის ერთერთ საავადმყოფოში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, 1982 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები