კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ნიმუში სამედიცინო ცენტრ “ციტოში” გაიგზავნა და ქალს ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
“პირველი დადასტურებული შემთხვევიდან იყო ნიმუშები აღებული და გადაგზავნილი და ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ინფიცირებული ქალის მეზობელი იყო, ტესტირების პასუხი კოვიდ 19 ზე დადადებითი აღმოაჩნდა. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე არაფრის დამატება არ შემიძლია”- განაცახადა ხიზანიშვილმა.
სპეციალისტები ახალი დაინფიცირებული ქალის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ და სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს.