რუხის კლინიკაში 62 კოვიდინდიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათს შორის 8 არასრულწლოვანი

რუხის კლინიკაში 62 კოვიდინდიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათს შორის 8 არასრულწლოვანია. საოკუპაციო ხაზზე მდებარე საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ყველა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, მეტნაკლებად საშუალო სიმძიმისაა.
მისივე თქმით, 22 პაციენტს დადასტურებული პნევმონია აქვს.
„პაციენტები არიან სხვადასხვა რეგიონებიდან შემოყვანილი, მათ შორის ქუთაისიდან 19 პედაგოგი, აფხაზეთიდან 5 პირი, ხოლო სამეგრელოდან 6 პირია მოთავსებული. რუხის კლინიკაში ჯამში, 65 პაციენტი მკურნალობს, აქედან 62 დადასტურებული შემთხვევა, ხოლო სამი ცხელების ნიშნით მოთავსებული პაციენტი”, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტონე სივრცეს, კარანტინში 320 ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები