ხობში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში მორიგ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (ქვემო ქვალონი, ნოჯიხევი, ქალაქი ხობი, ხეთა) 6-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.

პროექტის მიხედვით დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, „მწოლიარე პოლიციელი“, გარემონტდება ტროტუარი და ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

გზის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 961 996 ლარი დაიხარჯება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები