ბოლო 24 საათში ცაგერში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა გამოვლენილა
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილი ყველა ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ზურა ნემსწვერიძემ განუცხადა.
ეპიდემიოლოგებმა სოფლებში – ლაჯანა, ლაილაში, ორბელი, ლეშკედა, სპათაგორი – ჯამში 456 პირი გამოიკვლიეს.
ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თეა გურგუჩიანის განცხადებით კი მუნიციპალიტეტში დღესაც გრძელდება ეპიდკვლევები და შესაძლო კონტაქტების მოძიება.
„ჩვენი ეპიდემიოლოგები აღნიშნულ სოფლებში დღესაც კონტაქტების მოძიებას და ეპიდემიოლოგიურ კვლევას ვაგრძელებთ, რათა რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ“- თქვა გურგუჩიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცაგერში „კოვიდ-19“ 12 პირს დაუდასტურდა.