რუსთავში კორონავირუსი 51 წლის ქალს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შუახნის ქალი რუსთაველია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

“გუშინ ღმით 51 წლის ქალს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი ოჯახის წევრები არ არიან ინფიცირებული ანუ არავისგან გადასდებია. ამ დრომდე მუშაობენ ეპიდემიოლოგები, რომ წყარო იქნეს მოძიებული”, – განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 29 შემთხვევა გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 158 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყნისთვის დღიური მაჩვენებლის რეკორდული რაოდენობაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები