გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში კოვიდინფიცირების 21 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ახალი შემთხვევა #32 საჯარო სკოლის კონტაქტია.
„კარგია, რომ დინამიკა კლებისკენ მიდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პედაგოგებთან, ჩაიტარონ ტესტები“, – განაცხადა შალამბერიძემ.
ამ დროისთვის ე.წ სკოლის კლასტერი 50-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.