გორში ინციდენტისას დაშავებული ერეკლე თედლიაშვილი დაიღუპა
გორში, რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დაიღუპა.
როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების უფლებადამცველმა თამარ თედლიაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა გამთენიისას თბილისში, კლინიკა “ჯერარსში” გარდაიცვალა.
“ძალიან მიჭირს იმის დაჯერება , რაც მოხდა. ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მაგრამ დღეს დავდექით ამ უმძიმესი რეალობის წინაშე”, – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.
შეგახსენებთ, ინციდენტი ახალგაზრდებს შორის 8 ივნისს მოხდა და ერეკლე თედლიაშვილი დღევანდელ დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ თ.კ-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.