საგარეჯოში ა (ა)იპ პროფესიული კოლეჯის “ფერმერთა სკოლის” ადმინისტრაციამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საგარეჯოს მუნიციპიტეტის სოფელ ნინოწმინდაში, ა (ა)იპ პროფესიული კოლეჯის “ფერმერთა სკოლის” ადმინისტრაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და საგარეჯოს სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელობას შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
მათი ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის ძირითადი მისიაა, კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა სასოფლო-სამეურნეო განათლების ხელშეწყობის გზით.
“ფერმერთა სკოლაში სტუდენტები მეფუტკრეობა და მეხილეობა-მებოსტნეობის პროფესიებს ეუფლებიან.
დაწესებულებაში სწავლა ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. გარდა ამისა სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, “ფერმერთა სკოლა” იღებს ვალდებულებას, იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ფერმა, ბაღი ან ფუტკრის ოჯახები და ასევე, მათ ვინც სასწავლო კურსის პერიოდში შესაბამის უნარებს შეიძენს საკუთარი ბიზნესის სამართავად, დაეხმარონ ბაზრის მოძიებასა და პროდუქციის რეალიზაციაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
www.farmersschool.ge “,- ნათქვამია საგარეჯოს მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები