უბისა-შორაპნის გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს,
დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. საავადმყოფოში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები