ქუთაისში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა

ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის კლასტერი გაიზარდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტები #32 საჯარო სკოლის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.
ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში ტესტირება გრძელდება. დღის მანძილზე მედიკოსებმა ტესტი 300-ზე მეტ პირს გაუკეთეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები