ირაკლი ქადაგიშვილი: ერთად მივაღწევთ, რომ სოფლებში ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული და კარგი გახდეს
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – ლეჩურის, ფშაველის და ლალისყურის მცხოვრებლებს შეხვდა.
გაზიფიკაცია, სასმელი წყალი, მოშლილი ინფრასტრუქტურა სკოლასა და ამბულატორიაში – ეს ის პრობლემებია, რომელიც სოფლების მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მაჟორიტარობის კანდიდატი მათ მოგვარებას დაჰპირდა.
ქადაგიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრებში ადგილობრივების ჩართულობა, რადგან გამოიკვეთოს არსებული პრიორიტეტული პრობლემები და მოსახლეობასთან ერთად მოხდეს გადაჭრის გზებზე შეთანხმება.
“შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობს გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი საქმეა გაკეთებული. ძალიან საინტერესო საუბარი გვაქვს იმ საკითხებზე, რაც მომავალში არის გასაკეთებელი და გადასაწყვეტი.
მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობაც ხედავს ის დანაპირებს, რაც ჩვენ გავეცით, ეტაპობრივად სრულდება და აქედან გამომდინარე მომავლის რწმენაც გააჩნიათ.
ხვდებიან, რომ ტენდენცია, რომელიც მიმართულია, რომ ყოველწლიურად, ეტაპობრივად სოფელში მოგვარდეს ყველა აუცილებელი პრობლემა შეუქცევადია და ჩვენ ერთად მივაღწევთ იმას, რომ სოფლებში ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული და კარგი გახდება,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეხვედრებზე, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლებში იმ პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთაში და მოგვარებაში, რა ყოფითი გამოწვევების წინაშეც მოსახლეობა დგას.