წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თვზარაშვილმა დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 1 048 993 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 400 – მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სამივე სოფელი წყალს ერთი და იმავე სათავე ნაგებობიდან მიიღებს. თოთოეული სოფელს კი მოემსახურება ინდივიდუალური სასმელის წყლის სისტემა – რეზერვუარი, საქლორატორო და შიდაგამანაწილებელი ქსელი. პროექტის მიხედვით, იგეგმება ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებაც.
ამ ეტაპზე, სამივე სოფელი გაუმართავი და მოძველებული სისტემით სარგებლობს, რის გამოც ადგილობრივებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ.