რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა.

“დღეს გვაქვს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. მათგან 3 ერთი ოჯახის წევრია, 2 კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ ბათუმიდან და გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ საკუთარი ჯანმრთელობა, სამწუხაროდ ყველა მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა”, – განაცხადა ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები