„ამღერებული იმერეთი“ – ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა

ბაღდათში. ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ჩვენი კვარტეტის“ მომღერლებმა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან ქალაქური  სიმღერები შეასრულეს.

კონცერტის პარალელურად  სახლ-მუზეუმის ეზოში,  ბაღდათში მცხოვრები მხატვრის ფიქრია კოხოძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ადგილზე ასევე, ადგილობრივი მეღვინეების  სხვადასხვა ჯიშებისგან წარმოებული  ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით „ამღერებული იმერეთი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის  და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის, და  ა.(ა).ი. პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიზნად  ქართული მუსიკის პოპულარიზაციას,  ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და შიდა ტურიზმის განვითარებას ისახავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები