რუსთავში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსთავის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსზე 16 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს, რომელთაგან 1 დადებითია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.
მათი თქმით, ინფიცირებული პირი გარდაბნის მკვიდრია.
“დღეს დილით 16 პაციენტის პასუხები მივიღეთ კორონავირუსზე და მხოლოდ ერთი გვაქვს დადსასტურებული. ინფიცირებული პირი გარდაბანში მაცხოვრებელია”, – განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.
ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 33 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.