შრომის ინსპექციამ ბათუმში 13 ობიექტი დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ ბათუმში 13 ობიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები და სასტუმროები 10 სექტემბერს შეამოწმეს.
შემოწმდა 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ 1-მა დააკმაყოფილა. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა. აღნიშნული ობიექტები 10-10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.
ესენია: ვილმარტი, სპარი, კარფური, ორი ნაბიჯი, იალჩინ მარკეტი, ნიკორა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები