10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს ვაშლის უხვი მოსავალია. ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300 % -ზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

“ქართული ვაშლი წელს, რუსეთის ფერედაციისა და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციული ბაზრების გარდა – სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონკონგი) გავიდა.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა ( 2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა).

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები