ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 456 ტესტის პასუხს ელოდებიან

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ალპანისა და ორბელის უღელტეხილზე განთავსებული სპეციალური სამედიცინო კარვებიდან 150, ხოლო სოფლებიდან 306 ბიოლოგიური მასალა შესაბამის ლაბორატორიებში კვლევისთვის გაიგზავნა- ამის შესახებს „რეგიონულ კვირას“ ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა განუცხადა.
გართულებული ეპიდმდგომარეობის გამო გუშინ ცაგერის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში (ლაჯანა ლაილაშში) გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ბლოკპოსტების ორ ლოკაციაზე მოსახლეობის თერმოსკრინგი და PCR ტესტირება მიმდინარეობს.
„პლოკპოსტებზე იმერეთის ეპიდემილოგები გვიწევენ დახმარებას, სოფლებში ჩვენთან ერთად ამბროლაურის მედიკოსები მუშაობენ. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, სრული სურათი საღამოთი გახდება ცნობილი, როცა 456 ანალიზის პასუხს მივიღებთ“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონა ინფექციის 12 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები