კორონავირუსი ენგურჰესის 22 თანამშრომელს დაუდასტურდა
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში კორონავირუსი საქართველოს 28 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 22 ენგურჰესის თანამშრომლები არიან,- ამის შესახებ სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს მოხდება ინფიცირებული მოქალაქეების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა და ისინი საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდებიან.
“სულ გაიტესტა 717 მოქალაქე ამათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 28 მოქალაქეს. ესენი არიან საბერიოს მაცხოვრებლები 28-დან 22 მუშაობს საბერიოს ქვესადგურში, მათ კონტაქტი ზუგდიდის ტერიიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან არ ჰქონიათ. ეს ადამიანები ამჟამად იმყოფებიან გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ისინი არიან ენგუჰესის თანამშრომლები. აღნიშნული პირების გადმოყვანა მოხდება დღეს 16:00 საათამდე და ისინი განთავსდებიან საქართველოში არსებულ სპეციალიზებულ საავადმოყოფოებში”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, ამჟამად კლინიკში 56 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.