ხელისუფლებამ ახმეტაში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტში რთველი ნაადრევად დაიწყო.
ხელისუფლებამ ფერმერებისგან სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება დაიწყო.
რთვლის მიმდინარეობა და დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი ადგილზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მუხუზლამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა მოინახულეს.
დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 16 ათას ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალია გადამუშავებული.
შეგახსენებთ, სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ყურძნის მოსავალი დააზიანა, ზარალმა ჯამში 100 ჰა-ზე მეტი ვენახის ფართობი შედაგინა.