საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. ადგილზე კარანტინის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ბაზის ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტრენერი, რომლის ინფიცირება რუსთავის კლასტერს უკავშირდება, მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ტრენერთან.

რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადებიდ ბაზაზე მყოფ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები