კახეთში ინფიცირებული ქალის წყარო უცნობია

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ქალის წყარო კვლავ უცნობია. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა  განაცხადა, შუა ხნის ქალს კონტაქტი სულ 7 პირთან ჰქონდა და მათი ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

” დაინფიცირებულ ქალს არ აქვს მრავალრიცხოვანი კონტაქტები. მოძიებულია კონტაქტები, სულ 7, მათგან 1 იყო საყურადღებო, მისი მეუღლე და ამის გამო ჩვენს ლაბორატორიაში ჩავატარეთ პსრ კვლევა და პასუხი უარყოფითია.რაც შეეხება დამარჩენ კონტაქტებს, ნიმუშები გადაგზავნილია და ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი”,-  განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დაინფიცირებული ქალი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები