ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გურიას ეწვია

გურიაში ვიზიტის ფარგლებში ელჩმა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთში სოფელ შემოქმედში „მენაბდის მარანი“ დაათვალიერეს და გურულ ტრადიციებს გაეცნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში ტურიზმის განვითარების გეგმები, პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

„არაჩვეულებრივი ვიზიტი მაქვს გურიაში, მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გუბერნატორთან და მერთან.
მოვისმინე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რაც ემსახურება გურიაში ტურიზმის ინდუსტრიის, მუნიციპალური სერვისებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე განვიხილეთ: სოფლების ინტერნეტიზაციის საკითხი, რეგიონის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისკენ.
ვისაუბრეთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეცენტრალიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიშვნელობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა კელი დაგნანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები