ქუთაისში კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის კარავი განთავსდა
ქუთაისში ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქალაქის ცენტრალურ ბულვარში კარავი განთავსდა, სადაც მოქალაქეებს უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ. კორონავირუსზე დატესტვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვისაც ქონდა შემხებლობა დადასტურებულ პაციენტებთან, ან ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ აჭარაში. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადრბით, ქუთაისის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ განიხილება.
” იმერეთის მასშტაბით საყურადღებო მდგომარეობა, ჯერჯერობით მხოლოდ ქუთაისში გვაქვს. გუშინდელი მონაცემებით 28 ინფიცირებული გვყავს. ეპიდემიოლოგები აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. დღეს, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსდა კარავი, სადაც უფასო ტესტი ჩაუტარდებათ იმ პირებს, ვისაც ქონდათ შემხებლობა დადასტურებულ პაციენტებთან. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმ მოქალაქეებზე ვინც, პირველ რიგში იმყოფებოდა აჭარაში და არის დადასტურებულის კონტაქტი. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ქუთაისის ჩაკეტვა არ იგეგმრბა”,- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.