ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1000 -მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და პასუხებს შორის 28 პასუხი დადებითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული კორონავირუსის დაიგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება და ძირითადად მათი კონტაქტებია. მათი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, რაც შეეხება წყაროს, აცხადებენ, რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება.
“24 საათის განმავლობაში, სულ 28 შემთხვევა დადასტურდა. ამ შემთხვევებიდან უმრავლესობა ცაგერის კლასტერს უკავშირდება. გაზრდილი შემთხვევებიდან გამომდინარე სამუშაო ჯგუფს იმერეთის მასშტაბით არსებული ეპიდემიოლოგები დაემატნენ. ამ ეტაპზე, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების უმრავლესობა, იდენტიფიცირებულია, მათ ავუღეთ ბიოლოგიური ნიმუში და ველოდებით პასუხებს.კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრს და ჩაიტარონ ტესტირება”,- განაცხადა გოჩა გიორგაძემ