აჭარაში კრონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 658 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა. პოლიკლინიკებში 604, ხოლო კარვებში 1 561 ნიმუშია აღებული. კარანტინში სამეთვალყურეოდ 26 პირი გადაიყვანეს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში კორონავირუსზე მკურნალობას 146 პაციენტი გადის.