ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი  ყვარელში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან ის პრობლემები მოისმინა, რასაც სასწავლო წლის მიმდინარეობისას აწყდებიან. ბაგა-ბაღების აღმზრდელებმა მთავარ გამოწვევად ხელფასების ზრდა დაასახელეს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, განათლება მმართველი გუნდისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ხელფასების ზრდაც ეტაპობრივად განხორციელდება.

“განათლება ჩვენი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყოფი მიმართულება არის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა და გაკეთდა. მათ შორის საბავშვო ბაღები, ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ ბავშვებმა სკოლამდელი აღზრდა მიიღონ და ამავდროულად, უსაფრთხო გარემოში იყვნენ. როგორც სამჯერადი კვებით, ისე ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტით, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მათი ანაზღაურების ზრდა გაგრძელდება ეტაპობრივად, როგორც აქამდე ხდებოდა,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ქვეყანაში მიმდინარე ეპედიმიის ფონზე და საჯარო სკოლების მზაობაზეც ისაუბრა. პედაგოგების თქმით, ყველა ის ღონისძიება, რაც მთავრობის მიერ იყო დადგენილი, გათვალისწინებულია და სკოლები მზად არიან, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში მიიღონ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები