ოზურგეთში კორონავირუსის მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს შემთხვევა კორვიდინფიცირებული ერთერთი პირის კონტაქტია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განუცხადა.

“კიდევ ერთი ინფიცირებული გვყავს ოზურგეთში, ცხემლისხიდის მებაჟის კონტაქტია. აღნიშნული პიროვნება ლანჩხუთში მუშაობს, რკინიგზაზე. სულ 8 კონტაქტი ჰყავს, სამი ოჯახის წევრი და 5 ლანჩხუთში. ხვალ შუადღისთვის იქნება მათი ანალიზის პასუხები. ასევე, დავხურეთ და დეზინფექციას ვუტარებთ მაღაზიას, რომელშიც იმყოფებოდა ამ დილით. გამყიდველი თვითიზოლაციაში გადავიყვანეთ, მაღაზია ხვალიდან გაიხსნება”, – თქვა არჩილ მჟავიამ.

ცნობისთვის, გურიაში კორონავირუსი ერთი კვირის წინ დადასტურდა, მანამდე, რეგიონი 5 თვის განმავლობაში “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები