გიორგი მაქარაშვილი: ალპანისა და ორბელის უღელტეხილის ბლოკპოსტებზე დაიდგმება სამედიცინო კარვები, სადაც მოხდება მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაილაშში გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევები და PCR ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მასობრივად მიმდინარეობს ამ სოფლებში მცხოვრებთა კონტაქტების მოძიება და ტესტირებები.
“ორბელში 1400-მდე ანალიზის პასუხს ველით. ალპანისა და ორბელის უღელტეხილის ბლოკპოსტებზე დაიდგმება სამედიცინო კარვები, სადაც მოხდება მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი”, – განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.