კახა ოქრიაშვილის “ნაცმოძრაობაში” გადასვლის შემდეგ, მისი მხარდამჭრთა რიგები ათობით ახალგაზრდამ დატოვა

“ქართული ოცნებიდან” ნაციონალურ მოძრაობაში” პორტირებული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დაბა კაზრეთის მცხოვრებმა ათობით ადამიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ შორის უმრავლესობა ახალგაზრდაა.
მათი განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობასთან” კახა ოქრიაშვილის ალიანსი მიუღებელი და შეურაცმყოფელია.

„მე და ჩემმა თანამოაზრეებმა კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დავტოვეთ იმის გამო რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მემორანდუმი გააუქმა და მათ ქოლგის ქვეშ მოინდომა დადგომა.ამან აფსოლიტურად შეცვალა ჩვენი ხედვები და ჩვენი იმედებიც გააცრუა.ამ ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით მოინდომა ქვეყნის დაბის წლებით კიდევ უკან დაბრუნება“, – განაცხადა ჯონი რთველაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები