აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა

2020 წლის II კვარტლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 51.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით აღნიშნული ინვესტიცია 35%-ით გაიზარდა. მიმდინარე პერიოდში მაღალი საინვესტიციო აქტივობით გამოირჩევა მშენებლობის (28.9 მლნ აშშ დოლარი) და ენერგეტიკის (15.5 მლნ აშშ დოლარი) სექტორები.

2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 73,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, წინა წელთან შედარებით ზრდა-15 %.

აჭარაში ჯანსაღ საინვესტიციო პროცესებზე, ასევე რეინვესტირების გაზრდილი მაჩვენებლი მიუთითებს. გლობალური გამოწვევების ფონზე, შექმნილი ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, აჭარაში არსებული ბიზნესი არა მხოლოდ ინარჩუნებს პოზიციას ბაზარზე, არამედ ახორციელებს რეინვესტირებას და აფართოვებს თავის საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ქვეყნების გარდა ინვესტიციის დაახლოებით 35% ნიდერლანდები-ავსტრია-შვეიცარიაზე მოდის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში საუბარია ინვესტიციების რეგიონების მიხედვით განაწილებაზეც, სადაც ნათლად იკვეთება, რომ FDI-ს ძირითადი ნაწილი თბილისის შემდეგ, აჭარაში კონცენტრირდება.

მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში მეორე კვარტლის ინვესტიციის უდიდესი ნაწილი სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციისგან ფორმირდება. კერძოდ, მთლიან ინვესტიციებში სააქციო კაპიტალში ინვესტირების წილი 90%, ხოლო რეინვესტირების მაჩვენებელი 7%-ია.

2020 წლის II კვარტლის მონაცემებით, სააქციო კაპიტალი 46,5 მლნ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებლი პირდაპირი ინდიკატორია, იმის, რომ აჭარაში ბიზნესი თავისი საქმიანობის გაფართოებას თავისივე ფინანსური რესურსით და კაპიტალით ახორციელებს.

აჭარის მთავრობამ აქტიური პრივატიზების პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. გარდა ამისა, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ახალი კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე, არაერთი ინიციატივა განხორციელდა. კერძოდ, ინვესტორებს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, დამატებითი 12-თვიანი საშეღავათო ვადა განესაზღვრათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები