ლაგოდეხის ორ სოფელს მალე ახალი საბავშვო ბაღები ექნება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანსა და ჭიაურში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტების ჯამური ღირებულება 6 421 406 ლარია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შესრულდება.
ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში ასევე, 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფ. კართუბანში, თელასა და ბაისუბანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, რეაბილიტაცია უტარდება ქ.ლაგოდეხში №3 საბავშვო ბაღს. სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს. პროექტის თანახმად საბავშო ბაღის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო და მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედნები.
მიმდინარე წელს ლაგოდეხში 5 ახალი საბავშვო დაწესებულება აშენდება, 325 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღების მშენებლობისათვის 8 708 246 ლარია გამოყოფილი.