დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენა 20:00 საათზე, “მთაწმინდის პარკში” გაიმართება.
“10 სექტემბერს, 20.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
წარდგენა გაიმართება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე”,-ნათქვაიმია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.