ქუთაისის ინფექციურში კოვიდდადებითი ქალის ინფიცირების წაყარო უცნობია

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. ახალგაზრდა ქალი ქუთაისიდანაა. კლინიკის დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო.
“დაგვემატა მე-18 პაციენტი, ახალგაზრდა ქალი ქუთაისელია, ჯერჯერობით, უცნობია ინფიცირების წყარო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”,-განაცხადა მაღლაფეროძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები