კახეთში შუა ხნის ქალის ინფიცირების წყარო უცნობია

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი შუახნის ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

” ვადასტურებ, რომ გვაქვს ახალი შემთხვევა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულზე არ გვაქვს. იმიტომ, რომ ეპიდკვლევას ეხლა ვიწყებთ და გარკვეული შეხედულება დღის ბოლომდე შეგვექმნება. ერთი, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია, ეს გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი,”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

რაც შეეხება, თბილისიდან თელავში ჩასული ექიმის 19 კონტაქტის პასუხს, დაიფიცირებულთან მყოფ არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები