ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მიზეზი სკოლის ერთერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
60 წლის ქალს კოვიდ19 გუშინ დაუდასტურდა, მისი კონტაქტები უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ამიტომ 54-ვე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, მათ ანალიზები აუღეს და პასუხს ელოდებიან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს კორონავურუსი აღმოაჩნდა, ის კლინიკაში ამ წუთებში გადაყავთ. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ის 32-ე სკოლის თანამშრონელი.