რუსთავში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსთავში კორონავირუსი ახალგაზრდა ქალს დაუდასტრუდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.
მათი თქმით ახალგაზრდა ქალს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“გუშინ გვიან ღამით მივიღეთ ერთი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. პასუხი კორონავირუსზე დადებითი იყო და ახალგაზრდა ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფიცირების ფაქტი აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
ქალი ცხელების სიმპტომით ბინიდან სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟებმა გადმოიყვანა”, – განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.
ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 32 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კოვიდ19-ის 57 შემთხვევა დაფიქსირდა.