ქუთაისის ინფექციურ კლინიკას, კიდევ სამი კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. ორი აჭარის, ერთი კი ქუთაისის კლასტერია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ორი პაციენტი, დედა-შვილი დადასტურებული კოვიდით აჭარიდან გადმოიყვანეს, ხოლო ერთი პაციენტი ქუთაისში დადასტურებულის კონტაქტია. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს.