რუსთავის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსი 7 პირს დაუდასტურდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში”
კორონავირუსი 7 პირს დაუდასტრუდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევები კლინიკა “ავერსს” არ უკავშირდება.

“რუსთავში 7 ახალი შემთხვევა გვაქვს. 7 პირიდან 5 მათგანი ერთი ოჯახის წევრია. მიმდინარეობს დამატებითი ეპიდკვლევა და სავარაუდოდ, დღის ბოლოს გვეცოდინება, რამდენი კონტაქტი იქნება გამოვლენილი,” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 31 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები