ახმეტაში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ” რეგიონული კვირის” ინფორმაციით, უხვმა ნალექმა, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები დააზიანა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ზაზა მიგრიაულის თქმით, ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
“ზუსტად რამდენი ჰექტარი დაზიანდა, ჯერ არაა ცნობილი, დაზარალდა სოფელი ოჟიო, კოღოთო, ხოდაშენი, ხორხელი და ახშანი. ხოდაშენში ზიანი შეიძლება ითქვას 70%- ია”- განაცხადა ზაზა მიგრიაულმა.
სტიქიის ზონაში ადგილობრივი მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ