ზედაეწერის მოსახლეობა მამუკა ხაზარაძეს “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს მიწების მითვისებაში ადანაშაულებს
ზუგდიდის მუნციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მოსახლეობა პარტია “ლელოს” ერთერთ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს წინა ხელისუფლების პირობებში სოფლის მიწების მისაკუთრებაში ადანაშაულებს.
ზედაეწერლები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიწები ხაზარაძეს იაფად გადასცა, რითაც მოსახლეობა დაზარალდა.
აღნიშნულ ბრალდებას ხაზარაძე პასუხობს და ამბობს, რომ მას სახელმწიფოსგან არაფერი უყიდია.
“ამ კომპანიაში ინვესტირება გავაკეთეთ მაშინ, როცა იყო ის კერძო კომპანია, ამიტომ ვერანაირად ვერ გავითვალისწინებ და ვერ მივიღებ თქვენს კითხვას. ჩემი ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არაფრის პრივატიზაცია არ გაგვიკეთებია, არაფერი გვიყიდია სახელმწიფოსგან. შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.