ზაზა ლომინაძე: საწარმოებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ადგილობრივი ნაწარმი აქტიურად უნდა გავიდეს ექსპორტზე
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა რეზინისა და ლითონის ტექნიკურ ნაკეთობათა საწარმო “დინაში“ გაიმართა. ამ საწარმოში დამზადებული სხვადასხვა დეტალი გამოიყენება მეტროპოლიტენში და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქარხანაა ამ მიმართულებით. საწარმოში 90-მდე ადამიანია დასაქმებული. მათთან შეხვედრისას ზაზა ლომინაძე დაინტერესდა სამუშაო პირობებით, საწარმოს საქმიანობით, მომავლის გეგმებით.
„ასეთ საწარმოებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ გააუმჯობესონ დასაქმებულთა პირობები, გააფართოვონ წარმოება, პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე.
ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო და ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ამას აღიარებენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ექსპერტები. ეს პოლიტიკა გაგრძელდება და შესაბამისად, ქუთაისშიც არაერთი ინვესტორი ჩამოვა .“ – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.