ერთერთი კოვიდინფიცირებული ქუთაისის 32-ე სკოლის თანამშრომელია

ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მოთავსებული ერთერთი პაციენტი სკოლის თანამშრომელია. ის ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა. საშუალო ასაკი წალი კლინიკაში გუშინ შვილთან და შვილიშვილთან ერთად შეიყვანეს.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების გადადებას ამ დროისთვის არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. მისი ინფორმაციით, საკითხი სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა სწავლის დაწყების გადადებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები