ზუგდიდში “ლელო”-ს საარჩევნო შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდში “ეროვნული მოძრაობის” ვეტერანები  “ლელო”-ს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

აქციის მონაწილეებმა ხაზარაძეს 90-იანი წლების საქმიანობა გაახსენეს. როგორც ისინი ამბობენ, ხაზარაძე რუსულ პროპაგანდას ეწეოდა.

ვეტერანების განმარტებით, სწორედ ხაზარაძე წარმოადგენდა რუსულ რბილ ძალს ქვეყანაში და წლების განმავლობაში ებრძოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მომხდარ ინციდენტიც გაიხსენეს, სადაც მათი თქმით, ხაზარაძე ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას ფიზიკურად გაუსწორდა.

ამასთან, “ეროვნული მოძრაობის” წევრები ხაზარაძეს მოქალაქეების კუთვნილი ანაბრების მითვისებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ასეთი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის.

თავად მამუკა ხაზარაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ აგორებული ბინძური კამპანიაა.

“ლელოს” წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ურთიერთდაპირისპირება სამართალდამცველებმა განმუხტეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები