გიორგი ხოჯევანიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი მოსახლეობის ინიციატივების გათვალისწინებით გადაიჭრას
“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გორისა და კასპის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა კარბის, მერეთის, ზარდიაანთკარის, გუგუტიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობისგან მიიღო ინფორმაცია იმ პრობლემათა შესახებ, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, როგორც აღნიშნულ სოფლებს, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე ყველა სხვა სოფელს, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
“მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ერთობლივად ვმსჯელობთ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების გზებზე. ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი მოსახლეობის მხრიდან წამოსული ინიციატივების გათვალისწინებით გადაიჭრას. ამჯერად კარბის, მერეთის, ზარდიაანთკარის, გუგუტიაანკარისა და კოშკას მოსახლოებას შევხვდი. ეს სოფლები საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და აქ მაცხოვრებლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ბოლო პერიოდში, ამ მხარეში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, როგორც საგზაო ინფრასტურქუტურის, ისე სასმელი და სარწყავი სისტემების მოწყობის მხრივ. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რასაც თანმიმდევრულად და ერთობლივი მუშაობის შედეგად ძალიან მალე გავუმკლავდებით”,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა